01 როგორ მივხვდები რომ რეზინა უნდა შეიცვალოს
ჩაატარეთ ფურცლის ტესტი: ჩადეთ A4 ფურცელი ფანჯრის საგდულსა და ჩარჩოს შორის და დახურეთ. თუ ფურცელი ადვილად გამოძვრა — რეზინამ დაკარგა მიჭერა. ასევე ნიშანია ხილული ბზარები და რეზინის გაქვავება.
02 კაუჩუკის (EPDM) და ჩვეულებრივი რეზინის განსხვავება
მაღალი ხარისხის კაუჩუკის (EPDM) რეზინა არის გამძლე ორკამერიანი მასალა, რომელიც უძლებს -40-დან +80 გრადუსამდე ტემპერატურას და ინარჩუნებს ელასტიურობას 10+ წელი. ჩვეულებრივი იაფი პლასტიკური რეზინა კი 2-3 წელში ხმება.
03 რამდენ ხანს ძლებს რეზინა
ხარისხიანი კაუჩუკის რეზინა სწორი მოვლისას (წელიწადში 1-ხელ სილიკონით შეზეთვა) ძლებს 8-12 წელს.
ხშირად დასმული კითხვები:
Q. რა ღირს რეზინის შეცვლა?
რეზინის შეცვლის ფასი დამოკიდებულია პერიმეტრის მეტრაჟზე, პროფილის ტიპზე (მეტალოპლასტმასი თუ ალუმინი) და შესაბამისი რეზინის მოდელზე. ზუსტ ღირებულებას იგებთ ონლაინ შეფასებით 15 წუთში.
Q. ყველა პროფილს თავისი რეზინა აქვს?
დიახ, ოსტატს თან აქვს ყველა წამყვანი მწარმოებლისა და ალუმინის პროფილების შესაბამისი რეზინები.