კარ-ფანჯრის ტიპიური გაუმართაობების კატალოგი
მეტალოპლასტმასის (PVC) და ალუმინის (AL) კარ-ფანჯრები ექსპლუატაციის პროცესში განიცდის ბუნებრივ მექანიკურ ცვეთას. მინის დიდი წონა, სეზონური ტემპერატურული ცვლილებები და რეზინის გამშრალება იწვევს ქარის შემოღწევას, ჩაკეტვის გაძნელებასა და საგდულის ჩამოწევას. ქვემოთ წარმოდგენილია ყველაზე ხშირად შეხვედრილი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.
სიმპტომების მიხედვით დიაგნოსტიკა
თუ ფანჯრის ან კარის ჩაკეტვისას ძალდატანება გჭირდებათ, არ დააძალოთ! სახელურზე ძალის დატანება ტეხავს შიდა მეტალის შპინდელს ან ფურნიტურის კუთხურ გადამცემს. გადაუღეთ პრობლემას ფოტო ან ვიდეო, გამოგვიგზავნეთ ონლაინ და 15 წუთში მიიღეთ პროფესიონალური კონსულტაცია.
პრობლემების სრული კატალოგი:
⚠️ ფანჯარა არ იკეტება ან ბოლომდე არ იხურება
საგდული ჩამოწეულია, ცაპფა ედება საპასუხოს ან მექანიზმი გაჭედილია.
⚠️ კარი არ იკეტება ან იატაკზე ეხახუნება
მძიმე მინაპაკეტის გამო 3D ანჯამები მოეშვა და კარი ჩამოვარდა.
⚠️ ფანჯრიდან ან კარიდან ქარი და სიცივე შემოდის
რეზინა (უპლოტნიტელი) გაქვავებულია, დასკდა ან ექსცენტრიკი ზაფხულის რეჟიმზეა.
⚠️ სახელური გატყდა, მოეშვა ან წრიულად ტრიალებს
ოთხწახნაგა ღერძი გატყდა ან სახელურის ბლოკატორია დაზიანებული.
⚠️ ფანჯარა ჩამოვარდა / დახურვისას ეხახუნება
საგდულმა დაკარგა 90-გრადუსიანი გეომეტრია და სჭირდება რეგულირება.
⚠️ ფანჯარა ერთდროულად ორ პოზიციაში გაიღო
ორმაგი გაღების მექანიზმის ბლოკატორმა არასწორად იმუშავა.
⚠️ ზამთარში მინაზე კონდენსატი ან შიდა ორთქლი გაჩნდა
მინაპაკეტის ჰერმეტულობა დარღვეულია ან არგონის აირი გამოვიდა.
⚠️ კარი ჩარჩოს ეხახუნება ქვედა ან ზედა კუთხეში
კარის ანჯამებს სჭირდება 3D გასწორება სამ სიბრტყეში.
ხშირად დასმული კითხვები:
❓ როგორ გავიგო რა სჭირდება ჩემს ფანჯარას?
გადაუღეთ ფოტო ან ვიდეო პრობლემას და გამოგვიგზავნეთ ონლაინ. 15 წუთში გეტყვით ზუსტ მიზეზს და შეკეთების ღირებულებას.
❓ რა დროში მოვა ხელოსანი თბილისში?
გამოძახებაზე გამოვდივართ 1-2 საათის განმავლობაში თბილისის ნებისმიერ უბანში.