რატომ განსხვავდება ჩვენი გუნდის მიდგომა ჩვეულებრივი ხელოსნისგან?
fanjrisremonti.ge არ არის შემთხვევითი ხელოსნების გაერთიანება. ჩვენ ვართ რამდენიმე გამოცდილი სპეციალისტისგან შეკრული გუნდი, რომლებმაც პროფესიული გზა პირდაპირ საწარმოო საამქროდან დაიწყეს. თითოეულ ჩვენგანს ზურგს უმაგრებს მინიმუმ 10-წლიანი უწყვეტი გამოცდილება მეტალოპლასტმასის (PVC) და ალუმინის (AL) კარ-ფანჯრების, ვიტრაჟების, სლაიდერ-სისტემების, აივნის სათავსო კარადებისა და გათბობის ქვაბის კარადების წარმოებაში.
როდესაც ხელოსანმა საკუთარი ხელით იცის კონსტრუქციის ნულიდან დამზადება, პროფილის დაჭრა, ფოლადის არმირება, კუთხეების შედუღება, მექანიზმების აწყობა და ობიექტზე მონტაჟი — მისთვის ნებისმიერი დაზიანების დიაგნოსტიკა და 3D რეგულირება უკვე ზუსტი ინჟინერიაა და არა ვარაუდი. სწორედ ამიტომ ვაგვარებთ ისეთ პრობლემებსაც კი, სადაც სხვები მთლიანი ფანჯრის ან კარის შეცვლას გირჩევენ.