კარ-ფანჯრის სერვისი
კარ-ფანჯრის სერვისი მეტალოპლასტმასი & ალუმინი • თბილისი

ფანჯრის შეკეთება და აღდგენა

ფანჯრის შეკეთება, აღდგენა და ნაწილების შეცვლა. ვმუშაობთ ყველა ტიპის მეტალოპლასტმასის და ალუმინის ფანჯარაზე.

ფანჯრის სრული აღდგენითი სერვისი

ფანჯრის შეკეთება მოიცავს კომპლექსურ სამუშაოებს: გატეხილი ან გაცვეთილი ფურნიტურის (მექანიზმების) შეცვლას, ჩამოვარდნილი საგდულის გეომეტრიის აღდგენას, დაზიანებული რეზინის ჩანაცვლებას და მინაპაკეტის შეცვლას.

ფურნიტურის ტიპები და მექანიზმები

მაღალი ხარისხის ევროპული მექანიზმები გამოირჩევა მაღალი გამძლეობით. დაზიანებისას ვცვლით გატეხილ დეტალებს ხარისხიანი ანალოგებით, რათა ფანჯარამ კიდევ მრავალი წელი იმუშაოს.

რომელი ნაწილი ფუჭდება ყველაზე ხშირად

ყველაზე ხშირად ტყდება კუთხური გადამცემი, მაკრატელა და სახელურის შინელი. ოსტატს ადგილზევე აქვს ყველა ეს ნაწილი.

როდის ჯობს შეკეთება და როდის შეცვლა

თუ პროფილი მთელია, ფანჯრის შეკეთება ბევრად იაფია, ვიდრე ახალი ფანჯრის ჩასმა. შეკეთების შემდეგ ფანჯარა მუშაობს როგორც ახალი.

ხშირად დასმული კითხვები:

რა დროში ჩამოვა ხელოსანი?

თბილისის ნებისმიერ უბანში 1-2 საათში ან თქვენთვის მოსახერხებელ დროს.

თუ მექანიზმი ძველია, იპოვით ნაწილს?

დიახ, გვაქვს იშვიათი და ძველი მექანიზმების დიდი მარაგები.

დარეკვა ფოტო / ვიდეო