როდის სჭირდება ფანჯარას რეგულირება
მეტალოპლასტმასის და ალუმინის ფანჯრის ექსპლუატაციისას დროთა განმავლობაში საგდული (ფრთები) საკუთარი წონის გამო ოდნავ ჩამოიწევს და კარგავს პირვანდელ გეომეტრიას. თუ ფანჯრის დახურვისას ჩარჩოს ქვედა ან გვერდითა კუთხე ეხახუნება, სახელური ბოლომდე არ ბრუნავს ან დახურვისას ძალდატანება გჭირდებათ — ეს პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ ფანჯარას სჭირდება პროფესიონალური რეგულირება.
ზაფხულის და ზამთრის რეჟიმი
ექსცენტრიკების (ცაპფების) ტრიალით იცვლება რეზინის მიჭერის სიმჭიდროვე. ზამთრის რეჟიმზე მიჭერა ძლიერდება, რათა ქარი და სიცივე არ შემოვიდეს, ხოლო ზაფხულში მიჭერა სუსტდება, რათა რეზინა არ გადაიჭყლიტოს და ელასტიურობა შეინარჩუნოს. რეჟიმის რეგულარული ცვლა რეზინის სიცოცხლეს 2-ჯერ ახანგრძლივებს.
რა ხდება თუ დროზე არ დაარეგულირებ
თუ ჩამოწეულ ფანჯარას ძალდატანებით დახურავთ, ფურნიტურის კუთხური გადამცემი ტყდება, ჩაკეტვის კბილები იცვითება და მარტივი რეგულირების ნაცვლად საჭირო გახდება მექანიზმის სრული ჩანაცვლება.
რატომ არ ღირს თვითონ რეგულირება
სპეციალური ექვსწახნაგა გასაღების არასწორად მოტრიალებამ ან ზედმეტმა გადაჭიმვამ შეიძლება ანჯამის კუთხე გატეხოს, ხრახნის კუთხეები მოახეხოს ან მინის შიდა პადკლადკები დააზიანოს, რაც მინაპაკეტის გასკდომას იწვევს.
ხშირად დასმული კითხვები:
❓ რამდენი ხანი სჭირდება ერთ ფანჯარას?
ერთ ფანჯარაზე რეგულირება საშუალოდ 15-20 წუთს გრძელდება.
❓ რა ღირს ფანჯრის რეგულირება?
ფასი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, როგორიცაა ფანჯრის ზომა, საგდულების რაოდენობა, პროფილის ტიპი (PVC/AL) და დაზიანების ხარისხი. ზუსტ ფასს დისტანციურად გეტყვით ფოტოს ან ვიდეოს ნახვის შემდეგ.
❓ წელიწადში რამდენჯერ უნდა დარეგულირდეს?
რეკომენდებულია წელიწადში 2-ჯერ (გაზაფხულზე და შემოდგომაზე).
❓ ადგილზევე გაასწორებთ პრობლემას?
დიახ, ხელოსანს თან აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი და ნაწილი.