აივნის სივრცის ოპტიმიზაცია და სათავსო კარადები
აივნის კარადა საუკეთესო გადაწყვეტილებაა საყოფაცხოვრებო ნივთების, ხელსაწყოების, საბურავებისა და პროდუქტის მოხერხებულად შესანახად. ინდივიდუალური დიზაინით დამზადებული კარადა მაქსიმალურად ითვისებს აივნის კუთხეს და ინარჩუნებს სისუფთავეს.
100%-ით ნესტგამძლე და მზის სხივებისადმი მედეგი მასალები
ჩვეულებრივი ლამინატის ან ხის კარადები ღია აივანზე მალე ფუჭდება და იბერება. ჩვენი კარადები მზადდება მეტალოპლასტმასისა და ალუმინისგან, რომლებიც არ იჟანგება, არ იბერება ნესტისგან და არ ხუნდება მზეზე.
მყარი თაროები და ჩაკეტვის სისტემა
თაროები მზადდება გაძლიერებული მასალებით, რომლებიც უძლებს მძიმე წონას. კარადა შეიძლება დამზადდეს როგორც გასაღებიანი საკეტით, ისე მაგნიტური ან ნაჟიმნოი ჩამკეტებით.
ხშირად დასმული კითხვები:
❓ შესაძლებელია თუ არა თაროების სიმაღლის ინდივიდუალურად შერჩევა?
დიახ, თაროების რაოდენობა, სიმაღლე და განლაგება კეთდება თქვენი სურვილისა და საჭიროებების მიხედვით.
❓ რა მასალისგან მზადდება აივნის კარადა?
კარკასი მზადდება მეტალოპლასტმასის (PVC) ან ალუმინის პროფილისგან, ხოლო კარებები და კედლები — სენდვიჩ-პანელისგან.
❓ რამდენი დღე სჭირდება დამზადებას?
სტანდარტული კარადის დამზადება და მონტაჟი ხდება 2-3 დღეში.