ფანჯრების სრული ტექნიკური მომსახურება
ფანჯრის გამართული მუშაობა პირდაპირ განაპირობებს სახლში სითბოს შენარჩუნებას, ქუჩის ხმაურის იზოლაციას და ენერგოეფექტურობას. დროთა განმავლობაში მინის წონის გამო საგდული ეშვება, რეზინა ხმება და მექანიზმი იჭედება. ჩვენ გთავაზობთ ფანჯრების სრულ სერვისს: რეგულირებას, მექანიზმების ჩანაცვლებას და ჰერმეტულობის აღდგენას.
მეტალოპლასტმასის (PVC) და ალუმინის ფანჯრების განსხვავება
მეტალოპლასტმასის ფანჯრებში ძირითადი დატვირთვა მოდის პერიმეტრულ ფურნიტურაზე და კაუჩუკის რეზინზე. ალუმინის ფანჯრებში (როგორც თბილ, ისე ცივ სისტემებში) გამოიყენება სპეციფიკური კუთხური საკეტები და მყარი ანჯამები. ჩვენს ხელოსნებს აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება ორივე ტიპის პროფილთან მუშაობაში.
როდის არის საჭირო სპეციალისტის ჩარევა
თუ ფანჯრის სახელური მძიმედ ტრიალებს, ჩაკეტვისას ძალის დატანება გჭირდებათ, ფანჯრიდან ქარი უბერავს ან ფანჯარა ერთდროულად ორ პოზიციაში გაიღო — დროულად მიმართეთ ოსტატს, რათა თავიდან აიცილოთ მექანიზმის გატეხვა.
სერვისების სრული ჩამონათვალი:
🔧 ფანჯრის რეგულირება
ჩამოწეული საგდულის გასწორება და ზამთრის რეჟიმზე გადაყვანა.
🪟 ფანჯრის შეკეთება
გატეხილი მექანიზმების, მაკრატელას და რედუქტორის შეცვლა.
🛡️ რეზინის შეცვლა
დაბერებული რეზინის შეცვლა მაღალი ხარისხის კაუჩუკის რეზინით.
🧊 მინაპაკეტის შეცვლა
გატეხილი ან დაბინდული მინის ჩანაცვლება.
⚠️ ფანჯარა არ იკეტება
დიაგნოსტიკა და გაჭედილი ფანჯრის სწრაფი შეკეთება.
ხშირად დასმული კითხვები:
❓ რა ჯდება ფანჯრის რეგულირება?
ფასი დამოკიდებულია ფანჯრის ზომაზე, საგდულების რაოდენობაზე და დაზიანების სირთულეზე. ფოტოს/ვიდეოს გამოგზავნით ზუსტ ფასს 15 წუთში გეტყვით.
❓ რამდენ ხანს სჭირდება ფანჯრის შეკეთებას?
სტანდარტულ ფანჯარაზე რეგულირებასა და შეკეთებას 20-30 წუთი სჭირდება.
❓ შესაძლებელია თუ არა ფანჯრის გადმოსაკიდებელ სისტემაზე გადაკეთება?
დიახ, ვამონტაჟებთ Tilt & Turn მექანიზმს ჩარჩოსა და მინის შეუცვლელად.